ახალი ამბები

სახალხო დამცველმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ქალი პატიმრები მოინახულა

2025 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველი N5 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა.

ქალი პატიმრებისგან სახალხო დამცველმა მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სახალხო დამცველი ასევე შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას და ციხის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

სახალხო დამცველმა მოინახულა მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილიც. ნინო დათაშვილს ეცნობა, რომ მისი ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემის შესახებ, 2025 წლის 10 სექტემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართა და აპარატი მომავალშიც გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე აქტიურ ზედამხედველობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)