ახალი ამბები

სახალხო დამცველმა საქართველოს პენსიონერთა კავშირთან თანამშრომლობის მემორანდუმი განაახლა

2023 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს პენსიონერთა კავშირთან თანამშრომლობის მემორანდუმი განაახლა.

მემორანდუმის თანახმად, აპარატი მჭიდროდ თანამშრომლობს პენსიონერთა კავშირთან ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის ღონისძიებების ორგანიზებასა და სხვადასხვა საკითხებში.

ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და რეალიზაციის ხელშეწყობა სახალხო დამცველის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვას ცალკე თავი ეთმობა, სადაც არსებული პრობლემები, მათ შორის, ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგისა და აპარატის მიერ შესწავლილი სხვადასხვა საქმის შედეგებია ასახული.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)