ახალი ამბები

სახალხო დამცველმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა მორიგებით დაასრულა

2025 წლის 27 ოქტომბერს მხარეთა მორიგებით დასრულდა სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე კიდევ ერთი საქმე, სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის დავის მორიგებით დასრულების მეხუთე შემთხვევა, მას შემდეგ, რაც 2014 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა.

მისასალმებელია, რომ მხარეებმა შეასრულეს მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები. სახალხო დამცველი სამომავლოდაც ეცდება კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობა, რაც დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით მინიჭებული მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაა და ამასთან, დავის მხარეების ინტერესების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)