ახალი ამბები

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი ორგანიზაციების განცხადება სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი ორგანიზაციები აცნობიერებენ სახალხო დამცველის როლსა და მნიშვნელობას საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით და გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

რელიგიათა საბჭოსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სახალხო დამცველს უნდა გამოარჩევდეს ადამიანის უფლებების დაცვის ხანგრძლივი გამოცდილება, რომელიც საჯარო და თვალსაჩინოა.

ამასთანავე, ადამიანის უფლებების სამართლის ცოდნის მხრივ, სახალხო დამცველის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი კომპეტენცია და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობისადმი ღრმა რწმენა.

სახალხო დამცველი უნდა იყოს თითოეული ადამიანის უფლებათა მტკიცე ქომაგი, მიუხედავად იმისა, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება - უმრავლესობასა თუ უმცირესობას.

ამდენად, ადამიანის უფლებების დაცვის ასპარეზზე სახალხო დამცველი უნდა ხასიათდებოდეს პრინციპულობითა და შეუვალობით; ის არ უნდა ერიდებოდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც, შესაძლოა, ხელისუფლების, უმრავლესობის, ან რომელიმე დაინტერესებული ჯგუფის მიერ არ იქნება მოწონებული და გაზიარებული.

სახალხო დამცველი უნდა ხელმძღვანელობდეს კანონის უზენაესობით, კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებით და სხვა უფლებებთან ერთად, განუხრელად იცავდეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს, იბრძოდეს დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ.

აქედან გამომდინარე, შერჩეული პიროვნება თავის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში აუცილებელია, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური გავლენისა და მიკერძოებისგან, მისი ამ თანადებობაზე საქმიანობა იყოს რელიგიური თვალსაზრისით ნეიტრალური და ხელს უწყობდეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს.

ჩვენ ვიმედოვნებთ და მოველით, რომ საქართელოს საკანონმდებლო ორგანო, სახალხო დამცველის არჩევის გადაწყვეტილებისას, ხსენებული კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს.

რელიგიათა საბჭო

  • საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
  • საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია
  • საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  • ხსნის არმია
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
  • საქართველოს ებრაელთა კავშირი
  • სომეხთა წმიდა სამოციქულო ეკლესიის ეპარქია საქართველოში
  • ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
  • საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
  • საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო
  • წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  • ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
  • აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
  • მეგობართა საზოგადება - კვაკერები
  • საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები

  • რიმა გარიბიანი - ღია საზღვრები
  • მარი მიქოიანი - ჯენერეიშნ აი
  • მარი არაქელოვა - ქართველ სომეხთა კავშირი
  • მიხეილ ბორისი - საქართველოს უკრაინელთა ასოციაცია
  • ჯეიხუნ ნარზალოვი - წითელი ხიდი
  • გიორგი ტუმასიანი - მშვიდობის ფონდი
  • ალექსანდრ ბეჟენცევი - საქართველოს საერთაშორისო ახალგაზრდობის ასოციაცია
  • ალა ბეჟენცევა - საქართველოს რუს ქალთა ასოციაცია „იაროსლავნა“
  • ზაურ ხალილოვი - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • ევგენია კოტანიდი - საქართველოს ბერძენთა ფედერაცია
  • რაშან ზიადალიევი - სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
  • სამირა ისმაილოვა - სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა
  • ალი ალიევი - ავართა კავშირი „ავანი“
  • ნაირა ბეპიევი - კავკასიური მოზაიკა
  • სუსანა ხაჩატრიანი - საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია ,, შუშანიკი”
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)