ახალი ამბები

სამძიმრის წერილი

2016 წლის 21 აგვისტოს გორთან მომხდარ ავტასაგზაო შემთხვევას სახალხო დამცველის აპარატის შიდა ქართლის ოფისის თანამშრომელი შორენა ყაყიტაშვილი და მისი ორი ახლო ნათესავი ემსხვერპლა.

საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.შორენა საუკეთესო კოლეგა და კარგი ადამიანი იყო. მისი დაღუპვა დიდი დანაკლისია სახალხო დამცველის აპარატისათვის.

არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად სულ უფრო მატულობს, იზრდება გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი, სულ უფრო მეტი ადამიანი განიცდის გულისტკივილს ახლობელის დაკარგვისა და დასახიჩრების გამო. ვფიქრობთ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება სახელმწიფომ მკვეთრ ღონისძიებებს უნდა მიმართოს, რათა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, მაქსიმალურად უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო უსაფრთხოება. ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული მუშაობით, სწორი საინფორმაციო კამპანიით და მოძრაობის წესების დაცვაზე პოლიციის მკაფიო მონიტორინგით, სადაც უმთავრესი ყველა მძღოლის კანონის წინაშე თანასწორობა იქნება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)