ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ებრაულ თემს როშ ჰაშანას დღესასწაულს ულოცავს

2-4 ოქტომბერს ებრაელები ახალი წლის დადგომას, წლის პირველ დღეებს - როშ ჰაშანას ზეიმობენ. ებრაული ტრადიციის მიხედვით, ეს ღმერთის მიერ სამყაროსშექმნისა და ადამისა და ევას მოვლენის დღეებია. ამ დღეებში ებრაელები გასულ წელს იაზრებენ და ახალი წლისათვის ემზადებიან.

საქართველოს სახალხო დამცველი ულოცავს ებრაულ თემს როშ ჰაშანას დღესასწაულს და მათ მხნეობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)