ახალი ამბები

სახალხო დამცველი კანადის ელჩს შეხვდა

2017 წლის 7 თებერვალს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კანადის ელჩთან საქართველოში, თურქეთში, თურქმენეთსა და აზერბაიჯანში კრის კუტერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სახალხო დამცველმა ელჩს გააცნო ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა, რეკომენდაციები და ინიციატივები, რომელიც აპარატმა ადამიანის უფლებათა გაუმჯობესების კუთხით მოამზადა. შეხვედრაზე განიხილეს შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობის საკითხი, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისა და სასამართლო რეფორმის მიმდინარეობა.

ადამიანის უფლებათა საქმიანობის გაძლიერების მიზნით სახალხო დამცველი ელჩთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

7.02.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)