ახალი ამბები

სახალხო დამცველი თავდაცვის მინისტრს შეხვდა

2015 წლის 15 მაისს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს შეხვდა. სახალხო დამცველის და ახლადდანიშნული მინისტრის განხილვის მთავარ თემას სამხედრო მოსამსახურეთაუფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა, რაც მინისტრის განცხადებით უწყების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

სახალხო დამცველმა მინისტრს თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო. უახლოეს პერიოდში ომბუდსმენის აპარატი თავდაცვის სამინისტროს დაწესებულებების მონიტორინგს გეგმავს. ასევე განიხილება სამხედრო მოსამსახურეთა საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაც, რომელიც უფლებების რეალიზაციაზე იქნება ორიენტირებული.

უჩა ნანუაშვილი და თუინა ხიდაშელი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც თავდაცვის უწყებაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მაღალი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფას გულისხმობს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)