ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2017 წლის 19 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან განხორციელებულ თავდასხმას, რა დროსაც დაიჭრა საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი. უჩა ნანუაშვილი საარჩევნო სუბიექტებსა და ამომრჩეველს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნების პროცესში ძალადობა ყოვლად დაუშვებელია. მითუმეტეს საგანგაშოა, რომ ასეთ მძიმე ფაქტს ადგილი აქვს არჩევნებამდე ორი დღით ადრე.

სახალხო დამცველი დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ოპერატიულად და ეფექტურად ჩატარდება და გამოძიების პროცესში არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)