ახალი ამბები

სახალხო დამცველის საახალწლო მილოცვა საქართველოს მოსახლეობას

გილოცავთახალ 2017 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს. ვისურვებდი, ახალი წლიდან თანადგომამ, შემწყნარებლობამ, ურთიერთპატივისცემამ და მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს გულებში.

მინდა განსაკუთრებით გავამხნევო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სოციალურმა გაჭირვებამ, შელახულმაუფლებებმა,ჯანმრთელობისა, თუ სხვა უამრავმა პრობლემამ საზეიმო განწყობა დაუკარგა, გისურვებთ ახალი წელი სულ სხვა იმედების, სხვა წარმატებების, დიდი მიღწევების, პრობლემათა დაძლევის, ახალი გამოწვევებისა და დადებითი ემოციების მომტანი ყოფილიყოს.

საქართველოსსახალხო დამცველის აპარატი მუდამ თქვენს გვერდით და თქვენი უფლებების დამცველი იქნება.

პატივისცემით,

საქართველოსსახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)