ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრები იმერეთისა და რაჭის მოსახლეობასთან

2017 წლის 13-15 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იმერეთისა და რაჭის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. სოფლების ნაწილში არ არის სამანქანო გზა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, ბუნებრივი აირი, ამბულატორია, სოფლის ექიმები და აფთიაქი. საჩხერეში, 90 წლებში მიწისძვრით დაზარალებული ათამდეოჯახი გაუსაძლის პირობებშიკვლავ ვაგონებში ცხოვრობს.

მძიმე ინფრასტრუქტურული და სოციალური პირობების გამო, სოფელი ზედუბანი ნენ-ნელა დაიცალა ახალგაზრდებისგან. რამდენიმე წლის წინ დახურული სოფლის სკოლის შენობა ამჟამად დანგრეულია. მოსახლეობა მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებას ითხოვს და უკმაყოფილებას გამოთქვამს სოციალურ სტატუსის მასობრივად შეწყვეტისგამო.

სოციალური პრობლემები აქვთ ტყიბულის მოსახლეობასაც. მაღაროელების ქალაქში კვლავ ეკოლოგიის საკითხზე საუბრობენ. მოსახლეობამეორადიქვანახშირის ნარჩენებისგან ტერიტორიების დასუფთავებაში ხელისუფლებას თხოვს დახმარებას. დაბალ ხელფასს უჩივიან ბიბლიოთეკის თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურებამინიმალურ სამომხმარებლო კალათასაც ვერ აკმაყოფილებს.

სახალხო დამცველმა ტყიბულის მოსახლეობასთან შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და სახლხო დამცველის აპარატის მიერ დაწყებულიკამპანიის შესხებ „გახადე შრომა უსაფრთხო“ ინფორმაცია მიაწოდა.

სახალხო დამცველმა ამბროლაურში მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მოინახულა, რომელსაც ერთდროულად გადაადგილების და მხედველობის პრობლემები აქვს.მიმდინარე წელსმასსოციალური დახმარება მოუხსნეს.

რაჭის სოფლებში ღვარდიაში, ზემო ბარში, სორში, ურავსა და ლიხეთში ინფრასტრუქტურის გაუმართაობასა და სოციალურ გაჭირვებასთან ერთად მაცხოვრებლებს შეშის მოჭრის პრობლემაც აქვთ. მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებელთა თქმით, უგზოობის გამო, მათთვის გამოყოფილი შეშის მოჭრასა და ადგილზე მიტანას ვერ ახერხებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, იყო შემთხვევები როდესაც, სატყეოსააგენტოს წარმომადგენლებმა მოსაჭრელ ხეებამდე გზისმიყვანაზეუარი განუცხადეს.

სოფელ ურავში ათწლეულების წინდახურული დარიშხანისქარხნის ტერიტორიის გაწმენდა ქიმიური ნარჩენებისგან მოსახლეობის თქმით მხოლოდახლა დაიწყო.

უგზოობის, გაუმართავი ინფრასტრუქტურის და სიდუხჭირის გამო მაღალიამიგრაცია.რიგ სოფლებში 20 წელზე მეტია აღარ ყოფილა შობადობა. დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები.

სახალხო დამცველის შეფასებით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის ფარგლებში არსებული შეღავათები ვერ შეაჩერებს მიგრაციას და დამატებითი პროგრამების განხორციელება საჭიროებს.

რეგიონში არსებული გამოწვევები სახალხო დამცველმა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან არჩილ ჯაფარიძესთან განიხილა და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

15.09.17
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)