ახალი ამბები

სახალხო დამცველის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ

2016წლის 26-28 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო კვირკველია, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) გენერალურ ასამბლეას, ასევე ფინანსური კომიტეტისა და ევროპის საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრებს დაესწრნენ.

ფინანსური კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში, კომიტეტის წევრებმა შეაჯამეს მიმდინარე წლის ბიუჯეტი და ისაუბრეს 2017 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნიკო თათულაშვილმა გენერალური ასამბლეის სესიაზე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის 2016 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა და ქსელის წევრებს ფინანსური კომიტეტის სამომავლო გეგმები გააცნო.

გენერალურ ასამბლეაზეორგანიზაციის წევრებმა 2016 წლის საქმიანობა შეაჯამეს და ახალი აქტივობები დაგეგმეს.

28 ოქტომბერს გამართული გენერალური ასამბლეის სემინარი კონტრტერორიზმის საკითხებს მიეძღვნა. მონაწილეებმა, პლენარულ სესიასა და მცირე ჯგუფებში ტერორიზმის მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს და გლობალური პრობლემის გადაწყვეტისკენ მიმართულ აქტივობებზე იმსჯელეს.

ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების 2016 წლის გენერალურასამბლეას ადამიანისუფლებათა 35 ეროვნული ინსტიტუტის 80–მდე წარმომადგენელი დაესწრო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)