ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა სასამართლომ განიხილა

2017წლის 15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის მიზეზით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მიერ სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საქართველოსსახალხო დამცველის აპარატში მიმდინარეობს საქმისწარმოება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის დ.ა.-სთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერებასთან დაკავშირებით. საკითხის შესწავლისთვის საჭირო ინფორმაცია, სახალხო დამცველმა 2017 წლის 3 ივლისს წერილობით გამოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურისგან. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დ.ა.-სთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების შესწავლისათვის საჭირო ინფორმაცია სახალხო დამცველს არ მიაწოდა, რადგან, მისივე განმარტებით, ამ სახის საიდუმლო ინფორმაციაზე სახალხო დამცველს წვდომა არ აქვს.

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.“ ხოლო, ამავე კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო, კომერციულ ან კანონით დაცული სხვა საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს გადაეცემა კანონით დადგენილი წესით.

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს აქვს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება. შესაბამისად, სახალხო დამცველს ამ კანონით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალები, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, რომელიც შეიცავს ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან სხვა კანონი არ ადგენს სახელმწიფო საიდუმლოებაზე ხელმისაწვდომობის პროცედურას. გარდა ამისა, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლების სავარაუდო შეზღუდვის ფაქტს, დამოუკიდებელ ორგანოს (იქნება ეს სახალხო დამცველი თუ სასამართლო) უნდა ჰქონდეს მასალების, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების გაცნობის უფლება, სხვაგვარად სახელმწიფო უწყების საქმიანობაზე კონტროლი შეუძლებელი იქნება.

თბილისის საქალაქო სასამართლომსახალხო დამცველისარგუმენტები არ გაიზიარა, რაცსახალხო დამცველისმიერ სააპელაციო საჩივრის შეტანისსაფუძველი გახდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)