ახალი ამბები

შეხვედრა 300 არაგველის სახელობის თბილისის N75 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

2023 წლის 12 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსი გვანცა დავითაშვილი 300 არაგველის სახელობის თბილისის N75 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ სახალხო დამცველის მანდატს, ადამიანის უფლებათა განათლების მიმართულებით დეპარტამენტის საქმიანობას, საქმის შესწავლის პრაქტიკას სხვადასხვა მიმართულებით და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. შეხვედრა ინტერაქტიული იყო და ბავშვები განსაკუთრებით, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მანდატითა და საქმიანობით დაინტერესდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)