ახალი ამბები

შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ ხელმძღვანელებთან

2021 წლის 8 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორ ალანა არმიტაჟს და ფონდის წარმომადგენელს თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორს ჰასან მოჰტაშამს და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლელა ბაქრაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ხანდაზმულთა უფლებრივ მდგომარეობაზე ქვეყანაში, გენდერულ თანასწორობის მიმართულებით ახალგაზრდების განათლების აუცილებლობაზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს სახალხო დამცველს წლების განმავლობაში გაეროს მოსახლეობის ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)