შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან
2025 წლის 20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა აპარატის მანდატზე, საქმიანობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. განიხილეს ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებთა მდგომარეობა, სოციალური საკითხები, უსახლკარო პირთა საჭიროებები, დასაქმების პრობლემები და ახალგაზრდების მიგრაცია.