ახალი ამბები

შეხვედრა საერთაშორისო ანალიტიკოსებთან საარჩევნო საკითხებზე

2021 წლის 28 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით ჩამოსულ საერთაშორისი ანალიტიკოსებს შეხვდა. ანალიტიკოსები საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ეგიდით იმყოფებიან.

შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების ჭრილში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შედეგები წარმოადგინა და სტუმრებს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო. მხარეებმა განიხილეს საარჩევნო კანონმდებლობა, მოქმედი რეგულაციების დაცვის ხარისხი და სხვა საკითხები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლიკა წიკლაური.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)