ახალი ამბები

შეხვედრა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

2023 წლის 18 აპრილს სსიპ ქალაქ თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები სახალხო დამცველის აპარატს ესტუმრნენ და სახალხო დამცველს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მოსწავლეები ბავშვთა უფლებების სხვადასხვა ასპექტით დაინტერესდნენ, სახალხო დამცველს დაუსვეს შეკითხვები და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, ქვეყანაში ბავშვის უფლებების რეალიზებისა და დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარების შესახებ. ასევე, ბავშვთა დაცვის საკითხებში სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობასა და პრაქტიკულ მიგნებებსაც გაეცნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)