ახალი ამბები

შეხვედრები პოლიციის თანამშრომლებთან შიდა ქართლის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ

2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო რუსეცკიმ და გენდერის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ანა ლობჟანიძემ შეხვედრები გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ პირებთან შიდა ქართლის (გორში და ხაშურში), იმერეთის (ქუთაისში) და სამეგრელოს (ზუგდიდში) მუნიციპალიტეტებში.

პოლიციის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილეს ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებული ქალების დაცვის და დახმარების სერვისებზე მისაწვდომობის საკითხი. აგრეთვე, ხაზი გაუსვეს ძალადობის ფორმების, ძალადობის გამოვლენის და სამართალდამცავი უწყებების მიმართ მიმართვიანობის ტენდენციებს. შეხვედრის მიმდინარეობისას პოლიციის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის, ფემიციდის, პრევენციული ღონისძიებების, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და გამოძიების ეტაპზე არსებული სხვადასხვა გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)