ახალი ამბები

სკოლის მოსწავლეების ვიზიტი სახალხო დამცველის აპარატში

2022 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის საჯარო სკოლების თხუთმეტამდე მოსწავლეს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ მოსწავლეებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ძირითადი პრინციპები, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის სტრუქტურა გააცნო.

განხილულ იქნა სახალხო დამცველის საქმიანობის ფორმები და სხვადასხვა სფეროში არსებული გამოწვევები. ხაზი გაესვა არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის საფრთხეებს და აპარატისთვის განცხადების მიმართვის შესაძლებლობებს. დამატებით საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა სწავლების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს.

შეხვედრის ბოლოს გიორგი ბურჯანაძემ მოსწავლეების კითხვებს უპასუხა მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების საკითხის გარშემო.

შეხვედრა აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) ორგანიზებით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)