ახალი ამბები

ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე

2015 წლის 22–23 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ნატა მიქელაძემ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანზე და საკანონმდებლო რეგულაციებზე, მონაცემთა დამუშავების საფუძვლებსა და პრინციპებზე. მიმოიხილა სპეციფიური რგულაციები, მათ შორის ვიდეოთვალთვალისა და ბიომეტრული მიონაცემების მიღებისა და დამუშავების საკითხები; სუბიექტის უფლებები ამ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლები, მათი დაცვის გარანტიები და პერსონალიურ მონაცემთა ინსპექტორის უფლება–მოვალეობები და მანდატი.

ტრენინგის ფარგლებში განიხილეს მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებები და ამ თვალსაზრისით მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითხები; ასევე, მაწონასწორებელი უფლებები, რაც გულისხმობს გამოხატვის თავისუფლებას, საჯარო ინფორმაციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას.

წარმოდგენილმა საკითხებმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ არსებულმა საკანონმდებლო რეგულაციებმა ტრენინგში მონაწილეთა ცხარე დისკუსია გამოიწვია.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ სკითხთა კომიტეტის წევრმა თამარ კორძაიამ სახალხო დამცველის წრმომადგენლებთან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების კონკურირებად უფლებებზე; სახელმწიფო დაწესებულებების მიერ პერსონლურ მონაცემთა დაცვის ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლებზე; მედიაში პერსონალური მონაცემების გავრცელების შესახებ სამართლებრივი და ეთიკური რეგულაციების და პერსონლური მონაცემების არალეგიტიმური გავრცელების შემთხვევაში რეაგირების სამართლებრივ საშუალებებზე ისაუბრა. წარმოადგინა კონკრეტულ საქმეებზე ეროვნული სასამართლოსა და სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)