ახალი ამბები

ტრენინგი სუპერმარკეტების წარმომადგენლებისთვის თანასწორობის საკითხებზე

2023 წლის 6-7 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ევროსაბჭოს მხარდაჭერით, სუპერმარკეტების წარმომადგენლებისთვის თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგის ფარგლებში, თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული სტანდარტები გააცნეს, მათ შორის, ინფორმაცია მიაწოდეს დისკრიმინაციის შემადგენელ ელემენტებზე, დისკრიმინაციის სახეებსა და უფლების დაცვის მექანიზმებზე. ტრენინგის ერთი სესია დისკრიმინაციის წახალისების საკითხსა და დისკრიმინაციის წამახალისებელ გამონათქვამებზე მსჯელობას დაეთმო. ტრენინგზე ასევე განიხილეს სახალხო დამცველის პრაქტიკა.

სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტი აგრძელებს მუშაობას დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებზე კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)