ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე გაგზავნილი კომუნიკაციები

საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს იდენტობის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ კომუნიკაცია წარუდგინ

2023 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა კომუნიკაცია იდენტობის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიმდინარეობის შესახებ.

სახალხო დამცველის კომუნიკაცია პასუხობს იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების შესახებ მინისტრთა კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებას, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას და აფასებს გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის მიღებულ ზოგად ღონისძიებებს. კერძოდ, კომუნიკაციაში განხილულია შემდეგი საკითხები: ჰომოფობიური ხასიათის განცხადებები, 2023 წლის 8 ივლისს პრაიდ ფესტივალის ძალადობრივი ჩაშლა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებზე (მათ შორის 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებზე) მიმდინარე გამოძიებისა და სამართალწარმოების ხარვეზები, სტატისტიკის წარმოება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე და ლგბტ+ თემის უგულებელყოფა ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ ეროვნულ სტრატეგიაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)