ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე გაგზავნილი კომუნიკაციები

სახალხო დამცველის კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს -თხელიძის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ

2023 წლის 3 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა კომუნიკაცია თხელიძის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიმდინარეობის შესახებ.

დოკუმენტი პასუხობს თხელიძის ჯგუფის საქმეების აღსრულების შესახებ მინისტრთა კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებას, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმებს და აფასებს გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის მიღებულ ზოგად ღონისძიებებს.

კომუნიკაციაში განხილულია:

  1. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობა,
  2. ეროვნული კანონმდებლობაში განხორციელებული დადებითი ცვლილებები და კვლავ არსებული ხარვეზები,
  3. გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით რელევანტური პოლიტიკის დოკუმენტები,
  4. გენდერულ ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირება (მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო წარმოება),
  5. გენდერული ძალადობის რისკის შეფასება და პრევენცია, მხარდამჭერი სერვისების რეგულირება და მიწოდება ძალადობის მსხვერპლებისთვის,
  6. სამართალდამცავთა და მოსამართლეთა ცნობიერება, საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების გაზრდა, გენდერული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სტატისტიკის წარმოება.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)