განხორციელებული პროექტები

სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით

პროექტის სახელწოდება: სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით

დაფინანსების წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდი

პროექტის სტატუსი:დასრულებული

პროექტის ხანგრძლივობა: 1/09/2016 - 1/11/2017

პროექტის მიზანი: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და მათ მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა

პროექტის საქმიანობები: საჯარო სკოლების, სკოლა-პანსიონებისა და კერძო სკოლების მონიტორინგი, რაც მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

  • მონიტორინგის მეთოდოლიგიისა და ინსტრუმენტის შემუშავება;
  • საველე საქმიანობა, საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის თანამშრომლებისა და მოწვეულ ექსპერტ-ფსიქოლოგების ჩართულობით;
  • არასრულწლოვნების მიმართ გამოვლენილ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე საქმისწარმოება;
  • მიღებული ინფორმაციის ეტაპობრივი დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • სპეციალური ანგარიშის მომზადება და საზოგადოებისთვის წარდგენა.

პროექტის საკონტაქტო პირები:

მაია გედევანიშვილი, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი; ქეთევან სოხაძე - პროექტის მონიტორი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)