საკონსულტაციო საბჭო

საკონსულტაციო საბჭო წარმოადგენს პრევენციის ეროვნული მექანიზმის სათათბირო ორგანოს, რომლის მიზანია პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტიანი საქმიანობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან, როგორც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, ასევე წამების პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აკადემიურ/საგანმანათლებლო სფეროდან მოწვეული წევრები. საბჭოს მოწვეული წევრების შემადგენლობას ორი წლის ვადით ამტკიცებს საქართველოს სახალხო დამცველი.

საბჭოს წევრები იკრიბებიან ექვს თვეში ერთხელ და ისმენენ ინფორმაციას პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ამასთანვე, სახალხო დამცველს წარუდგენენ საკუთარ მოსაზრებებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის აქტივობების, სამუშაო მეთოდოლოგის, თემატური კვლევების, პროფესიული სწავლებისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტების შესახებ. საბჭოს მოწვეული წევრები ხელს უწყობენ პრევენციის ეროვნულ მექანიზმს აკადემიურ წრეებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერებაში. საბჭოს მოსაზრებას აქვს საკონსულტაციო ხასიათი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)