საერთაშორისო ორგანიზაციები

აზიის ომბუდსმენის ასოციაცია (AOA)

აზიის ომბუდსმენის ასოციაცია (AOA)დაარსდა 1996 წლის 16 აპრილს, როგორც ომბუდსმენთა არასამთავრობო, არაპოლიტიკური, დამოუკიდებელი და პროფესიული ფორუმი აზიაში. ასოციაციის შექმნის იდეა წარმოიშვა 1995 წელს, ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე, სადაც აღინიშნა, რომ აზიაში უნდა დაარსებულიყო რეგიონალური ორგანო, რომელიც ხელს შეუწყობდა ომბუდსმენის პრინციპებისა და პრაქტიკის პოპულარიზაციას. აზიის ომბუდსმენის ასოციაციის დასაარსებლად ინიციატივა აიღო პაკისტანმა, ჩინეთის მხარდაჭერით. AOA-ს სამდივნო მდებარეობს ისლამაბადში, პაკისტანში.

აზიის ომბუდსმენის ასოციაცია ამჟამად აერთიანებს 47 წევრს 26 ქვეყნიდან და მას მართავს ცხრა წევრისაგან შემდგარი დირექტორთა საბჭო. არდა ამისა, ასოციაცია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება გენერალურ ასამბლეაზე მნიშვნელოვანი ადაწყვეტილებების მისაღებად თუ საკითხების ანსახილველად.

ორგანიზაციის მიზნებია:

  • ომბუდსმენის ინსტიტუტის კონცეფციის პოპულარიზაცია და განვითარება აზიაში;
  • ომბუდსმენის ინსტიტუტის ფუნქციების პროფესიონალურად განხორციელების ხელშეწყობა;
  • ომბუდსმენის ინსტიტუტის შესახებ კვლევის ხელშეწყობა;
  • რეგიონში ომბუდსმენთა ინსტიტუტებისთვის ტრენინგისა და სასწავლო პროგრამების ხელშეწყობა;
  • ომბუდსმენის ინსტიტუტთან დაკავშირებული სწავლებისთვის სტიპენდიებისა და გრანტების გაცემა;
  • ომბუდსმენის ინსტიტუტის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და გავრცელება;
  • რეგიონში ომბუდსმენთა ინსტიტუტებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა;
  • აზიის რეგიონის ომბუდსმენთა პერიოდული კონფერენციების ორგანიზება.

2017 წელს სამხრეთ კორეაში გამართულ აზიის ომბუდსმენთა ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველი ასოციაციის სრულ წევრად აირჩიეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)