საერთაშორისო ორგანიზაციები

ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელი (ENOC)

ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელი არის ბავშვთა უფლებების დაცვის დამოუკიდებელი ორგანიზაციების არაკომერციული ასოციაცია. მისი მანდატია ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა და დაცვა, როგორც ეს ჩამოყალიბებულია გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაში.

ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელის მიზანია კავშირების დამყარება და ინფორმაციისა და სტრატეგიების გაზიარება ბავშვთა უფლებების დაცვის დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან - ბავშვთა ომბუდსმენებთან, ბავშვთა კომისრებთან, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების და სახალხო დამცველის ოფისების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან.

2018 წლის 29 მარტს ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელის (ENOC) საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველი ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)