ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაცია (AOM)
ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაცია შეიქმნა 2008 წლის 19 დეკემბერს მარსელში, ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ქსელის მე-2 შეხვედრაზე.
ასოციაცია წარმოადგენს ინსტიტუციურ ჩარჩოს, რომელიც აკავშირებს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ინსტიტუტებს, რომლებიც მუშაობენმედიაციისა და ადამიანის უფლებების სფეროში. იგი მოიცავს როგორც ომბუდსმენებსა და ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს, ასევე სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს.
AOM უზრუნველყოფს გამოცდილებისა და ინიციატივების გაზიარებას წევრებს შორის მათი განვითარებისა და ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. ორგანიზაციის ოფიციალური ენებია ინგლისური, არაბული, ესპანური და ფრანგული.
ასოციაციის მიზნებია:
- ცნობიერების ამაღლდება ომბუდსმენისა და მედიატორის ინსტიტუტების შესახებ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში;
- წევრებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
- ომბუდსმენის ინსტიტუტების შესახებ ინფორმაციისა და კვლევების შეგროვება, შენახვა და გავრცელება;
- ასოციაციის მსგავსი მიზნების მქონე ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებსა და პიროვნებებთან თანამშრომლობის განვითარება.
ასოციაციის მთავარი მმართველი ორგანოა გენერალური ასამბლეა, ადმინისტრაციულ საკითხებზე პასუხისმგებელია მმართველი საბჭო, რომელიც შედგება 8 წევრისგან და მათგან აღმასრულებელი წევრები არიან: პრეზიდენტი, პირველი და მეორე ვიცე პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და ხაზინადარი. მმართველი საბჭოს წევრებს ირჩევს გენერალური ასამბლეა 3 წლის ვადით.
საქართველოს სახალხო დამცველი AOM-ის მმართველი საბჭოს წევრი 2022 წელს გახდა, 3 წლის ვადით. 2025 წლის ოქტომბერში მალტაში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე სახალხო დამცველი არჩეულ იქნა ასოციაციის მეორე ვიცე-პრეზიდენტად 3 წლის ვადით (აღმასრულებელი საბჭოს წევრი).