შეიარაღებული ძალების ომბუდსმენთა საერთაშორისო კონფერენცია
შეიარაღებული ძალების ომბუდსმენთა საერთაშორისო კონფერენცია 2009 წლიდან იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს შეიარაღებულ ძალებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ომბუდსმენთა ინსტიტუტების როლის ზრდას. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მანდატის მქონე ორგანიზაციები.
საქართველოს სახალხო დამცველი არის კონფერენციის 52 მონაწილე ინსტიტუტს შორის, 70 ქვეყნიდან და აღნიშნულ ღონისძიებაზე მისი წარმომადგენელი ყოველწლიურად ღებულობს მონაწილეობას.
კონფერენციის მთავარი ორგანიზატორია უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრი (DCAF).
ომბუდსმენთა ინსტიტუტების გარდა, კონფერენციაზე დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ევროკავშირის, ეუთოს, ნატოს, გაეროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაციის (EUROMIL) წარმომადგენლები.