საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2015 წლის თებერვალი

საქართველოს სახალხო დამცველმა თებერვლის საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა. ბიულეტენის მთავარ თემად წარმოდგენილია სახალხო დამცველის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. 5 დღის განმავლობაში სახალხო დამცველსა და მის მოადგილეებს 20–ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ვაშინგტონსა და ნიუ–იორკში.

გასული თვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ასევე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ 11 სახელმწიფო უწყების ანგარიშის მოსმენა.

თებერვალში პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს „ოსური ფორუმის“ ერთწლიანი საქმინაობა განიხილეს. ისაუბრეს ოსური ენისა და კულტურის შენარჩუნებაზე, ოსი ეროვნების პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლების მინიჭების პროცესზე; ბიულეტენში მიმოხილულია სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს იუსტიციის მინისტრთან გამართული შეხვედრის დეტალები.

თებერვალში სახალხო დამცველმა კონკურს „მე ომბუდსმენში“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. თავად სახალხო დამცველის აპარატი კი 2014 წლის ერთ–ერთ ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციად დასახელდა.

ბიულეტენში შესულია საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტები, სახალხო დამცველის ანგარიშები, სახალხო დამცველის განცხადებები, სტრუქტურული ცვლილებები, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი გაგზავნილი რეკომენდაციები და წინადადებები, ყველა ის აქტივობა, რომელსაც აპარატის ცალკეული სამსახურების თანამშრომლები ახორციელებენ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა თუ ამ სფეროში სამოქალაქო განათლების დონის ასამაღლებლად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)