საქართველოს სახალხო დამცველები

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

  • თანამდებობა: საქართველოს ომბუდსმენი

2017 წლის დეკემბრიდან - 2022 წლის 8 დეკემბრამდე

განათლება

ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ-ლუისში, მაგისტრის ხარისხი აშშ-ს სამართალში,  2011;
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  მაგისტრის ხარისხი სამართალში, 2006

სამუშაო გამოცდილება

მოწვეული ლექტორი, საქართველოს უნივერსიტეტი (ოქტომბერი 2017 -  დღემდე); სალექციო კურსი -  „დემოკრატია და საარჩევნო სისტემები“; 

გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური (ნოემბერი 2016- სექტემბერი 2017); პასუხისმგებლობა/ამოცანები: სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის, ხარისხის უზრუნველყოფის, იურიდიული, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აუდიტის დეპარტამენტების, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციის საქმიანობის ზედამხედველობა; კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან, საერთაშორისო/დონორ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებთან, მედიასთან;

იურიდიული და საარჩევნო კონსულტანტი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), (1.01.2016-31.10.2016); პასუხისმგებლობა/ამოცანები: ორგანიზაციის დახმარება და კონსულტაცია სამართლებრივ, საარჩევნო, ადგილობრივი თვითმმართველობების, ანტიკორუფციულ, სასამართლო სისტემისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე; ორგანიზაციის წარმომადგენლობა მედიასთან, სახელმწიფო უწყებებთან, დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო დოპლომატიურ კორპუსთან;

გენერალური მდივანი, „ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქსელი (ENEMO) - (2015-2016 წლები); პასუხისმგებლობა/ამოცანები: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ორგანიზება; ორგანიზაციის ინსტიტუციურ განვითარებაზე ზრუნვა; საერთაშორისო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან კომუნიკაცია; სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ქსელის წარმომადგენლობა საერთაშორისო ღონისძიებებზე; ორგანიზაციის სადამკვირვებლო საქმიანობისთვის ფონდების მოძიება;

აღმასრულებელი დირექტორი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED),  (2011-2015 წლები);  პასუხისმგებლობა/ამოცანები:  სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად ორგანიზაციის საქმიანობების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია, მათ შორის -  სადამკვირვებლო მისიების ორგანიზება, საინფორმაციო კამპანიების წარმოება ადამიანის უფლებების დაცვის, ევროინტეგრაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებების, მედია ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის გაძლიერების, ქალთა უფლებების დაცვის და სხვა საკითხებზე;  ანალიტიკური და ექსპერტული კვლევების წარმოება;  ორგანიზაციის   წარმოდგენა მესამე პირებთან ურთიერთობაში; კომუნიკაცია დონორებთან, სახელმწიფო უწყებებთან, მედიასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;    

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, კურსი - „საარჩევნო სამართალი“ (2014-2015); 

სამართლის პროფესორის ასისტენტი, ვაშინგტონი კოლუმბიის ოლქი, (2011 წლის ზაფხული) საქმიანობა:  ევროპის, ა.შ.შ-ს და კანადის სამართლისა და პრაქტიკის ანალიზი. კვლევის საგანი: სადაზვერვო სააგენტოების საქმიანობაზე საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციების შედარებითი ანალიზი; 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საარჩევნო პროექტების კოორდინატორი (2008 - 2010), საქმიანობა: საია-ს საარჩევნო მონიტორინგის მისიების ორგანიზება და შესაბამისი პროექტების მართვა; საარჩევნო მონიტორინგის ანგარიშების მომზადება;   საარჩევნო კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი და საკანონმდებლო წინადადებების მომზადება; საარჩევნო კოდექსის რეფორმაში მონაწილეობის მიღება;  საარჩევნო დავებზე ორგანიზაციის წარმომადგენლობა სასამართლოში; დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)  (2005- 2007), იურისტისაქმიანობამედიისა და გამოხატვის თავისუფლების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე ანალიტიკური საქმიანობა და ანგარიშების მომზადება; სახელმწიფო დაწესებულებების ფინანსური მონიტორინგი და ანტიკორუფციული ანგარიშების მომზადება; სახელმწიფო კონტროლის სისტემის ანალიზი;  საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; ტრენინგების ჩატარება ინფორმაციის თავისუფლებისა და ანტიკორუფციული მონიტორინგის თემატიკაზე; საია-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კამპანიებში მონაწილეობის მიღება;  დავების დროს ორგანიზაციის წარმოდგენა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია),  იურიდიული დახმარების ცენტრის ასისტენტი (2003-2004), საქმიანობა: ადვოკატების დახმარება მოქალაქეთათვის უფასო იურიდიული დახმარების გასაწევად; იურიდიული კონსულტაციის გაწევა მოქალაქეებისთვის; საკანონმდებლო სიახლეებზე პუბლიკაციების მომზადება.

ძირითადი კვლევები და პუბლიკაციები

1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში, ისფედი, 2014; თანაავტორი და პასუხისმგებელი პირი;
2. 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები,  მონიტორინგის საბოლოო ანგარიში, ისფედი, 2014; თანაავტორი და პასუხისმგებელი პირი;
3. პირდაპირი და არაპირდაპირი სადაზვერვო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:  საკანონმდებლო უმოქმედობის გაკვეთილები აშშ-დან და კანადიდან. თანაავტორი, 2013;
4. 1 ოქტომბერი 2012  საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, მონიტორინგის ანგარები, “სამართლიანი არჩევნები”, 2013; თანაავტორი და პასუხისმგებელი პირი;
5. 30 მაისი 2010 საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, წინასაარჩევნო კამპანიის, არჩევნების დღის და არჩვენების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში, საია,  2010, თანაავტორი;
6. 3 ნოემბერი 2008  აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, მონიტორინგის ანგარიში და რეკომენდაციები წინასაარჩევნო კამპანიის, არჩევნების დღის და არჩვენების შემდგომი პერიოდის შესახებ; საია, 19 დეკემბერი 2008;
7. 21 მაისი  2008 საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი (მონიტორინგი ანგარიში და რეკომენდაციები),  საია, 2008;
8. საქართველოს კონტროლის პალატა - კონტროლის ეფექტური მექანიზმი?  (სამართლებრივი ანალიზი), საია, 2007;
9. გენერალური ინსპექტორის აპარატი - შიდა კონტროლის მექანიზმების პესპექტივა – (სამართლებრივი ანალიზი), საია, 2007;
10. 2006 წლის საქართველოს  მთავრობის სარეზერვო ფონდი - ფინანსური მონიტორინგი; შუალედური ანგარიში,  საია, 2006;;
11. 2006 წლის საქართველოს  მთავრობის სარეზერვო ფონდი - ფინანსური მონიტორინგი; საბოლოო ანგარიში, საია, 2006;
12. წლის საქართველოს  მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები - ფინანსური მონიტორინგი; საბოლოო ანგარიში, საია, 2005;
13. „სიტყვის თავისუფლება საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ“,  საია, თბილისი, 2006;
14. „ცხოვრების უფლება - სიკვდილის უფლება?“ ევთანაზიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები, საერთაშორისო პრაქტიკა,  ჟურნალი „ალმანახი“, საია, თბილისი, 2004.

ჯილდოები და პროფესიული მიღწევები

1. 2014 წლის ადამიანის უფლებების აქტივისტის ჯილდო - საქართველოს 6 უნივერსიტეტი;
2. ედმუნდ მასკის პროგრამის სტიპენდიატი - 2010 წელი აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტის განათლების და კულტურულ ურთიერთობათა ბიურო;
3. ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლის სერთიფიკატი - ბელგრადი, 2015
4. ადვოკატის გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, 2006;
5. ეკონომიკის საზაფხულო სკოლის დამთავრების სერთიფიკატი, „ბანკები და საზოგადოება“, ივლისი, 2016;
6. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის სკოლის - „მომავალი ქალი ლიდერები“ - დამთავრების სერტიფიკატი. 2008-2009 (NDI, USAID GEORGIA);
7. სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ეროვნული ოლიმპიადის პირველი ადგილის სერთიფიკატი; (USAID, ABA, GLSA and the Supreme Court of Georgia), 2005;
8. ოლიმპიადის საუკეთესო მონაწილის სერტიფიკატი; სახელმწიფო იურიდიული ოლიმპიადა „ადამიანი და კონსტიტუცია“ (საქართველოს კონსტიტუციური სასამართლო), 2001;
9. გამარჯვების სერტიფიკატი, იმიტირებული სასამართლოს კონკურსი ბავშვთა უფლებების კონვენციაზე დაყრდნობით; (UNICEF; GYLA), 2000;

საარჩევნო დაკვირვების გამოცდილება

2015 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, უკრაინა, საერთაშორისო დამკვირვებელი, ENEMO;

2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ტუნისი, NDI-ს საერთაშორისო დამკვირვებელი;

2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რუმინეთი, EPDE, საარჩევნო ექსპერტი;

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში - მისიის ხელმძღვანელი;

2013 საპარლამენტო არჩევნები, გერმანია, EPDE საერთაშორისო დამკვირვებელი;

2013 საპარლამენტო არჩევნები, ნორვეგია, Norwegian Helsinki Committee, საერთაშორისო დამკვირვებელი;

2013 საპრეზიდენტო არჩევნები საქართველო, „სამართლიანი არჩევნები“- მისიის ხელმძღვანელი;

2012 საპარლამენტო არჩვენები, საქართველო, „სამართლიანი არჩვენები“- მისიის ხელმძღვანელი;

2010 ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, საქართველო, საია, მისიის კოორდინატორი;

2008 საპარლამენტო არჩევნები, ლიტვა, საერთაშორისო დამკვირვებელი;

2008 საპარლამენტო არჩევნები, საქართველო, საია, მისიის კოორდინატორი;;

2008 აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები; საქართველო, საია, მისიის კოორდინატორი;

2008 საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველო, საია, საოლქო დამკვირვებელი;

 

ენები

ქართული (მშობლიური); ინგლისური; რუსული

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)