შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი და სოციალური დაცვა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს სახალხო დამცველის საკუთარი ინიციტივით დაიწყო საქმის შესწავლა, რომელიც ეხებოდა ქ. ბათუმში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ი.გ. -ს სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს. მოქალაქე წამოსული იყო სახლიდან, რადგან მასზე არ ზრუნავდნენ ოჯახის წევრები და თავს ირჩენდა მოწყალების თხოვნით. მას ესევე აღენიშნებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა, ვერ იღებდა ექიმის კონსულტაციას და მედიკამენტებს ფინანსური მდგომარეობის გამო (საქმე N 7768/21).

სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტმა აწარმოა შესაბამისი კომუნიკაცია პასუხისმგებელ პირებთან. მათ შორის, არაერთი წერილი იქნა გაგზავნილი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის რეგიონულ ცენტრში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი ჩაერთო საქმის შესწავლაში, მან განახორციელა ვიზიტი ი.გ. -ს საცხოვრებელ ადგილზე, სიტუაციის ადგილზე მოკვლევის მიზნით. ვიზიტის დროს გამოიკვეთა, რომ საცხოვრებელ ფართში არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები და ი.გ. -ს უჭირდა საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა. შესაბამისად, მას განემარტა სახელმწიფო ზრუნვის ფორმების შესახებ. სოციალური მუშაკის მიერ მომზადდა დასკვნა და 2022 წლის 16 მარტის აჭარის ა/რ რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით ი. გ. ჩაირიცხა ერთ-ერთ სათემო დაწესებულებაში, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებასაც.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ლიკა ბაციკაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)