შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი

ფსიქიკური ჯანმრთელობა

მოქალაქე მ. ს.-ს ინფორმაციით, მის შვილს - ი. თ.-ს, ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანამდე არ ჰქონდა სომატური ჯანმრთელობის პრობლემა, თუმცა მდგომარეობა დაამძიმა ცენტრში მისთვის დანიშნულმა ინექციებმა. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, მ. ს.-ს არ მიეცა დაწესებულებაში შვილის მონახულების უფლება. ხოლო სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ, თავად პაციენტთან შეხვედრის დროს დამატებით გაირკვა, რომ მისი ერთადერთი მოთხოვნა იყო სხვა პაციენტებთან ერთად განთავსება, ვინაიდან იმყოფებოდა განცალკევებულ ოთახში (საქმე N13349/21).

აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესში, წერილით მივმართეთ შპს ,,აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს’’.

განხორციელებული რეაგირების შესახებ პაციენტის უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო მოგვიანებით იგი გამოეწერა შპს ,,აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან’’.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ნათია ბერაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)