შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი

მისაწვდომობის უფლება

საქმის ნომერი (N10078/22 და N3209/22)

სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის 2022 წლის 18 მარტს, ქ. გორში გამართულ გამართული საინფორმაციო შეხვედრის დროს ცნობილი გახდა მობილობის შეზღუდვის მქონე პირის საჭიროებების შესახებ.

კერძოდ, ეტლით მოსარგებლე შშმ პირის ოჯახი ითხოვდა სახლის წინ დაახლოებით 50 მეტრ მონაკვეთზე გზის დაგებას, რათა შშმ პირმა შეძლოს გადაადგილება და სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში ჩართვა, მათ შორის დღის ცენტრით მომსახურებით დაუბრკოლებლად სარგებლობა (საქმე N10078/22 და N3209/22).

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტმა წერილობით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიას. ტერიტორიულმა ორგანომ საპასუხო კორესპონდენციებით გვაცნობა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებდა შშმ პირის საჭიროებებს. 2022 წლის სექტემბერში მოქალაქე ქ.ქ.-მა აპარატს კვლავ მიმართა და ითხოვა დახმარება. განმეორებითი წერილობითი კორესპონდენციის გარდა, აპარატის წარმომადგენელს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილ თანამშრომელთან.

2022 წლის 4 ნოემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენელს დაუკავშირდა ქ.ქ. და მიაწოდა ინფორმაცია, რომ სახლის წინ პრობლემურ მონაკვეთზე დაიწყო გზის დაგება. მასთან ასევე იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მარიამ მახარაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)