შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა

უსინათლო მოქალაქე მ. ჟ.-ს სურდა საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტით უფასოდ ან/და შეღავათით სარგებლობა, თუმცა სხვადასხვა უწყებაში განუმარტეს, რომ მას არ შეეძლო დასახელებული უფლებით სარგებლობა და ითხოვდა სახალხო დამცველის აპარატის დახმარებას (საქმე N6940/21).

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საკითხის შესწავლის მიზნით მიმართა ქ. შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს.

განხორციელებული რეაგირების შედეგად, განმცხადებელს მიეცა საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტით უფასოდ ან/და შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ნათია ბერაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)