სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა

2025 წლის 8-12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ და სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გვანცა ხარატიშვილმა სტუმრებს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი, აპარატის მუშაობის, მათ შორის, ინდივიდუალური განცხადებების შესწავლისა და სისტემური გამოწვევების გამოვლენის სპეციფიკა გააცნეს. ისაუბრეს ასევე, ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე და მონიტორინგის ანგარიშებში ასახულ ძირითად მიგნებებზე.

ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ საქართველოში არსებული გამოცდილების, სახელმწიფო უწყებების როლისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება იყო.

შეხვედრას, რომელიც ეუთოს ორგანიზებით გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ ექსპერტი ქეთევან ხუციშვილი და დუშანბეში ეუთოს პროგრამული ოფისის წარმომადგენლები ფაიზულო ნასიმოვი და ჯამშედ ჰაიდაროვი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)