სიახლეები

შეხვედრა წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან

2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა სოფიო რუსეცკიმ და მარიამ გვიდიანმა მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სოფლების არწევანის, საყდრიონისა და ახალშენის სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე პრეზენტაციები და სკეტჩი წარუდგინეს; განიხილეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისები; იმსჯელეს ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზებსა და საკანონმდებლო რეგულაციებზე. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სახალხო დამცველის მანდატი და გენდერული თანასწორობის მიმართულებით აპარატის სამუშაო სპეციფიკა გააცნეს.

შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს მიღებული ინფორმაციით და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)