სპეციალური ანგარიშები.

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა ქვემო ქართლში: განწყობების კვლევა

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების შესახებ არსებული პრაქტიკისა და განწყობების კვლევას ქვემო ქართლში. კვლევის განხორციელების მიზანს წარმოადგენდა ადრეულ ასაკში ქორწინების მხარდამჭერი მშობლების მოსაზრებების და მათ გადაწყვეტილებებში არსებული სიღრმისეული მიზეზების შესწავლა. ზემოხსენებული ჯგუფის ქცევის არსებითი და სიღრმისეული საფუძვლების სწორად გაგება სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტურ ჯგუფებს ტრანსფორმაციული სამუშაოების გაანალიზებაში, შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე ჩატარებული არაერთი კვლევის მიუხედავად, მსგავსი ვიწრო ფოკუსით კვლევა პირველად ჩატარდა.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო უწყებებსა და თემის წევრებს ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხის შესახებ არსებითად განსხვავებული შეხედულებები და ახსნები აქვთ. შეხვედრებმა ცხადყო, რომ მეინსტრიმულ ნარატივებს, რომლებიც ხშირად ადგილზე მომუშავე უწყებების მიერ არის კვლავწარმოებული და გაძლიერებული, თემის წევრები არ იზიარებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეთნიკური უმცირესობების შესახებ უწყებებს შიგნით არსებული სტერეოტიპები და ცრურწმენები, ხშირად, მათ ამ საკითხზე სიღრმისეული და სრულყოფილი სამუშაოების ჩატარების პროცესში ხელს უშლით.

ანგარიში მომზადდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, პლატფორმა სალამთან თანამშრომლობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)