სპეციალური ანგარიშები.

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში - არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები

წინამდებარე კვლევაში შესწავლილია სახელმწიფო უწყებების პოლიტიკა ადრეული/ბავშვთა ქორწინების პრევენციის, აღმოფხვრისა და რეაგირების პროცესში, ასევე შეფასებულია ბავშვთა ქორწინების რეალური მასშტაბები, გამოყენებული დაცვისა და დახმარების ღონისძიებებისა და ბავშვთა ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტიანობა.

დოკუმენტი საკმაოდ კომპლექსური და მოცულობითია. მასში განხილულია ბავშვთა ქორწინების სამართლებრივი რეგულირების საკითხები, როგორც საერთაშორისო სტანდარტების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის ჭრილში. ასევე, ასახულია ბავშვთა ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა და გაშლილია მსჯელობა სისხლის სამართლის საქმის მასალების და თვისებრივი კვლევის ანალიზის შესახებ.

მართლმსაჯულების სფეროსა და შესაბამისი უწყებების საქმიანობაში არსებული გამოწვევების შესწავლის საფუძველზე მომზადდა ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაციები, რამაც შესაძლებელი გახადა საქართველოში ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული და ეფექტიანი რეაგირების პოლიტიკის მხარდაჭერა და გამოვლენილი ტენდენციების თაობაზე სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოების ინფორმირება.

კვლევა სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა დემოკრატიის და მმართველობის ცენტრთან თანამშრომლობით, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)