სპეციალური ანგარიშები.

გენდერული მეინსტრიმინგი - საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულებებისა და მათი შესრულების სტატუსის მიმოხილვა

წინამდებარე სპეციალურ ანგარიში წარმოადგენს ე. წ. „მეფინგის“ დოკუმენტს, სადაც საქართველოს მიერ გენდერული მეინსტრიმინგის მიმართულებით აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და მათი შესრულების სტატუსია განხილული. კვლევის ფარგლებში ასევე შეფასებულია სახელმწიფოს პოლიტიკა გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით და ქვეყანაში არსებული გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების ქმედითობა. კვლევის შედეგად ასევე შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც გენდერული მეინსტრიმინგის ჩარჩოს პრაქტიკაში გამოყენებას ხელს შეუწყობს.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ ცალკე მდგომი გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა, სახელმწიფო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებში გენდერული მეინსტრიმინგი არ განხორციელებულა. ამასთან, ქვეყნის გენდერული პოლიტიკა ფრაგმენტული და ზედაპირულია, რაც ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს და მხოლოდ ზოგად პოლიტიკაზე კონცენტრირდება.

სახალხო დამცველის მიერ განხორციელებულმა კვლევამ ცხადყო, რომ გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტები ფორმალური ხასიათისაა. რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული ინსტიტუციური მექანიზმები იქმნება, თუმცა პრაქტიკაში ქმედითი ნაბიჯები ნაკლებად ხორციელდება.

ანგარიში მომზადდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)