სპეციალური ანგარიშები.

ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (თავშესაფრის) მონიტორინგის ანგარიში 2020

ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მიერ, საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფო თავშესაფარსა და კრიზისულ ცენტრში განხორციელებულ მონიტორინგის შედეგებს.

კერძოდ, 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები შეამოწმეს. მონიტორინგის წევრებმა მოინახულეს ბათუმის, ქუთაისის, გორისა და სიღნაღის თავშესაფრები, ასევე თბილისის, გორის, ქუთაისის, ოზურგეთის და მარნეულის კრიზისული ცენტრები.

დამატებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წლის მონიტორინგისას გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის შესამოწმებლად, 2020 წელს განმეორებით მონიტორინგი განახორციელა საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფო თავშესაფარსა და კრიზისულ ცენტრში.

ასევე, ახალი კორონა ვირუსის გავრცელებასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის მიღება, თუ რამდენად ითვალისწინებენ თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები კოვიდ 19 პანდემიის საფრთხეებს და რა რეგულაციებს მისდევენ დაწესებულებები ვირუსის თავიდან ასარიდებლად და ბენეფიციართა დასაცავად.

წინამდებარე ანგარიშში აღნიშნული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ პრობლემებს წარმოგიდგენთ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)