სპეციალური ანგარიში „მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის“
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, შეიმუშავა სპეციალური ანგარიში „მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის“.
დოკუმენტი წარმოაჩენს ბავშვის უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების ინფორმირებულობის კუთხით არსებულ გამოწვევებს, ამ მხრივ პრაქტიკაში არსებულ პრობლემებს, ბავშვების გამოცდილებას უფლებადაცვითი მექანიზმების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მონაწილეობის პროცესის შესახებ და მათ მოსაზრებებს.
ანგარიში ეყრდნობა საქართველოს მასშტაბით 38 ბავშვთა სამზრუნველო და სააღმზრდელო დაწესებულებაში 74 ბავშვთან პირისპირ გასაუბრების, დაწესებულებებში დასაქმებულ 43 პირთან ინდივიდუალური ინტერვიუს, ბავშვთან მომუშავე სპეციალისტებთან ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრებების, ასევე, ყველა რელევანტური უწყებიდან გამოთხოვილი მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიზს.
კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატმა შეიმუშავა რეკომენდაციები, როგორც ბავშვის უფლებების შესახებ ბავშვებისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების სათანადო ინფორმირების, ასევე, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით.