წინადადება დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებულ პირთან ადვოკატის დაშვების წესის შეცვლის თაობაზე
2025 წლის 04 სექტემბერს სახალხო დამცველმა წინადადებით შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა და შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანის გზით დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებულ პირთან ადვოკატის 19:00 საათის შემდეგ დაშვების შესაძლებლობის განსაზღვრა მოითხოვა.