სპეციალური ანგარიშები

სპეციალური ანგარიში 2021 წელს მომხდარი ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობების საქმეთა ანალიზი

წინამდებარე სპეციალური ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში შეიმუშავა, სადაც გაანალიზებულია 2021 წელს მომხდარი ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეები.

საქართველოს სახალხო დამცველი ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეისწავლის ქალთა მკვლელობების, მკვლელობის მცდელობებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეებს. მონიტორინგის მიზანია შეაფასოს ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროგრესი და გამოავლინოს სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებების ხარვეზები. მონიტორინგის პროცესში ასევე შეფასდა ოჯახში ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებისას დაზარალებულის დახმარების მექანიზმები.

მისასალმებელია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ აქტიურად ხდება ქალის სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენდერის ნიშნით კვალიფიკაცია. თუმცა, საანგარიშო პერიოდში კვლავ ფიქსირდება საქმეები, სადაც დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ფაქტი იკვეთებოდა, თუმცა ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაცია არ მომხდარა.

ასევე, მისასალმებელია, რომ საანგარიშო პერიოდში გაიზარდა გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენების რიცხვი. თუმცა, კვლავ სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენს, სასამართლოს მიერ რისკების არასწორი შეფასება და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული მოძალადის მიერ უფრო მძიმე - ფემიციდის მცდელობის დანაშაულის ჩადენა.

ვიმედოვნებთ, რომ წარმოდგენილი მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ფემიციდის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

სპეციალური ანგარიში მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)