სახალხო დამცველისთვის განცხადებით / საჩივრით მიმართვა

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-141-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტის და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს.

თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენს მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, გთხოვთ ჩამოტვირთოთ ქვემოთ მოცემული ფორმა, შეავსოთ იგი, ამობეჭდოთ და ხელმოწერილი მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართებზე (თქვენი ადგილმდებარეობის მიხედვით):

  • ოზურგეთი - დავით აღმაშენებლის 9
  • მარნეული - რუსთაველის 51
  • ახალქალაქი - ჭავჭავაძის 4
  • გორი - სამების N1
  • ზუგდიდი - კოსტავას 58
  • ქუთაისი - რუსთაველის გამზირი N18
  • ბათუმი - დუმბაძის 10
  • თელავი - სააკაძის მოედანი N1

ჩამოტვირთე:

მიმაგრებული ფაილები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება