ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის შესახებ

დეპარტამენტის უფროსი - მარიამ კვიციანი

• უზრუნველყოფს აპარატის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების ცენტრალიზებულ აღრიცხვას;
• განახორციელებს კონტროლს აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვაზე;
• უზრუნველყოფს აპარატის საფინანსო მეურნეობის სწორედ წარმართვას და დეტალურ ანალიზს; არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
• განახორციელებს ზედამხედველობას აპარატის ფინანსურ და მატერიალურ აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებაზე, კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზსა და განხილვაზე, შეიმუშავებს წინადადებებს არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით;
• განახორციელებს წლის განმავლობაში აპარატის მიერ შესასყიდი საქონლის რაოდენობის დაზუსტებას;
• ხელმძღვანელობს ტენდერების გამოცხადების პროცედურას და თანამშრომლობს სატენდერო კომისიებთან;
• ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სატენდერო ხელშეკრულებებს და წარუდგენს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს; ახდენს სატენდერო ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირებას;
• განახორციელებს ღონისძიებებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საბუღალტრო საქმიანობის არსებული სისტემის ტექნიკური და მეთოდოლოგიური სრულყოფის მიზნით;
• ადგენს აპარატის ბიუჯეტის პროექტს;
• ზედამხედველობს აპარატის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, აწარმოებს კვარტალური და წლიური, საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენას;

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)