რეგიონული სამმართველოს შესახებ

სამმართველოს უფროსი - გიორგი ტალახაძე

რეგიონული სამმართველო წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. სამმართველო თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით.

რეგიონული სამმართველოს მიზანია უფლებადარღვევის ფაქტების პროაქტიული გამოვლენის უზრუნველყოფა, სახალხო დამცველის მანდატის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობისათვის.

რეგიონული სამმართველო საქმიანობის ფარგლებში ფარავს მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონს და აერთიანებს საქართველოში განლაგებულ 9 რეგიონულ ოფისს:

  • აჭარის ოფისი;
  • იმერეთის ოფისი;
  • სამეგრელოს ოფისი;
  • ზემო სვანეთის ოფისი;
  • გურიის ოფისი;
  • კახეთის ოფისი;
  • ქვემო ქართლის ოფისი;
  • შიდა ქართლის ოფისი;
  • სამცხე-ჯავახეთის ოფისი;

რეგიონული სამმართველოს ფუნქციები:

  • ინდივიდუალური და სისტემური უფლებადარღვევების ფაქტების იდენტიფიცირება და დოკუმენტირება;
  • სისტემური უფლებადარღვევების და პრობლემების გადაწყვეტის ადვოკატირება;
  • ღონისძიებების განხორციელება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით;
  • საჭიროებისას პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებების, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სხვა ტიპის დაწესებულებებში ვიზიტები;
  • შეხვედრების გამართვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან;
  • სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ ოფისებში შემოსული კორესპონდენციის, განცხადების/საჩივრის და საქმესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაცია საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში;
  • სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ ოფისში დაინტერესებული პირების მიღება, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)