მოძებნე კანონი

საქართველოსსახალხოდამცველისვებ გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ნორმატიული აქტების საძიებო სისტემის შესახებ,რომლის საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა სახის დოკუმენტები და საინფორმაციო მასალა.

კოდექსი(codex) — ლათინური სიტყვაა და „წიგნს“ ნიშნავს.

კოდექსი კოდიფიცირებულ კანონთა, ნორმათა კრებულს წარმოადგენს.იგი არის ერთიანი სისტემატური საკანონმდებლო აქტი, რომელიც საზოგადოებრივი ურთიერთობის რომელიმე სფეროს არეგულირებს.

კანონიარის სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. კანონები ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის მეშვეობითაც უნდა დადგინდეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმების უმეტესი რაოდენობა, რომლებიც მიიღება კონსტიტუციის დებულებებისა და პრინციპეპის საფუძველზე და მათ განსავითარებლად.

კონსტიტუციური კანონიარეგულირებს საზოგადოების ან სახელმწიფოებრივი ცხოვრების მხოლოდ ცალკეულ დარგებს, თუმცა თავისი იურიდიული ძალისა და მიღბის წესით არაფრით არ განსხვავდება კონსტიტუციისგან. კონსტიტუციური კანონით მოქმედი კონსტიტუციის ტექსტში შედიც ცვლილებები ან დამატებები, რის შემდეგ ის წყვეტს დამოუკიდებელი ნორმატიული აქტის სახით არსებობას.

ორგანული კანონისაქართველოს კონსტიტუციური სამართლის სპეციფიკური წყაროა. ორგანული კანონის მიღება პირდაპირ არის გათვალისწინებული კონსტიტუციაში. ორგანული კანონის არსი ის არის, რომ იგი ავსებს კონსტიტუციას, არ ცვლის მის ძირითად პრინციპებს და არ ეხება მის სიღრმისეულ აზრს.

  • „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, არის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, დაარსებულია 1998 წელს და 2010 წლის ჩათვლით გამოიცემოდა ბეჭდვითი სახით.

    2011 წლიდან კი საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ახალი ფორმატით გთავაზობთ ყველასათვის ხელმისაწვდომ, დაცულ, მუდმივად განახლებად ოფიციალურ ვებგვერდს -matsne.gov.ge,სადაც თქვენ შეგიძლიათ იხილოს საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტები და საჯარო განცხადებები -„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება