ინფორმაცია სერვისების შესახებ

,,საქართველოს სახალხო დამცველისშესახებ"ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დაინტერესებული პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა."

სახალხო დამცველის აპარატის დებულების 26-ე მუხლი ადგენს სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურული ერთეულის - მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტის ფუნქციებს. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტების თანახმად, უზრუნველყოფილია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეებისათვის სათანადო კონსულტაციის გაწევას. კონსულტაციები გაიცემა ისეთ საკითხებზეც, რომლებიც არ შედის სახალხო დამცველის კომპეტენციაში.

თქვენ შეგიძლიათ, კონსულტაციის მისაღებად, სახალხო დამცველის აპარატს მიმართოთ სასურველიადგილმდებარეობის მიხედვით.

საყურადღებოა, რომ სამართლებრივი კონსულტაციები ხორციელდება არამხოლოდ უშუალო კონტაქტით, არამედ, ცხელი ხაზის (სატელეფონო კონსულტაცია), სპეციალური ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელების საშუალებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება